მთავარი, journalism

საქმით მოწამლული მე


ერთი წამითაც რომ წარმოვიდგენ, რაღაც მიზეზის გამო ვეღარ ვაკეთებ იმას,რაც ყველაზე მეტად მიყვარს, დეპრესია მონაგონია ისეთ აუტანელ ხასიათზე ვდგები … დიახ, ასეთი ხასიათი მაქვს. ბევრი რამ დავთმე იმის გამო,რომ მიკროფონით მერბინა სხვადასხვა ადგილას. დღესაც, როცა არჩევანის წინაშე ვდგები არ ვთმობ იმას,რის გამოც შემიძლია ღამეები ვათიო, არაფერი ვჭამო, სიცივეში ვიდგე საათობით, ველოდო განუსაზღვრელ დროში, ვსდიო სინქრონებს, ვუყვირო ოპერატორებს, ვიჩხუბო ადამიანებთან,რომლებიც მიყვარს, არ ვნახო თვეობით ადამიანები, მიუხედავად ჩემი დაპირებისა. არ ვიცი რატომ შემიძლია ეს ყველაფერი მაგრამ შემიძლია და როცა ერთი დღე მაინც არ ხდება მსგავსი სიტუაციები ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ არაფერს ვაკეთებ. როცა მობილურზე მეგობართან ლაპარაკისას პირდაპირი   ჩართვის ინტონაციით ვესაუბრები და ის იქიდან შენიშვნას მაძლევს, რომ ჩვეულებრივად ველაპარაკო და ეს ჩვეულებრივი არ გამომდის, ვხვდები,რომ სადღაც ისე ძლიერად მოვიწამლე,რომ ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვდივარ 😀  ხშირად მეუბნებიან,რომ ადამიანებს მიკროფონი  და კამერა  მირჩევნია და განაწყენებული მეგობრები , ნაცნობები და ოჯახის წევრები ყველაზე აუტანელ და უცნაურ ადამიანად მთვლიან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,რომ ასეთი აუტანელი ვუყვარვარ მათ , ვგრძნობ. ეს ფაქტი მაბედნიერებს.  ვიცი რომ გიჟი ვარ და ეს სულაც არ მადარდებს მაგრამ მადარდებს ის,რომ ვერავის დავინდობ ვინც საქმეში შემიშლის ხელს, ვინც არ უნდა იყოს ის… არავის ვპატიობ სიზარმაცის გამო გაფუჭებულ ერთ წუთსაც კი  და ეს ცუდია. სულ ვამბობდი,რომ ადამიანობა არ უნდა შეწირო საქმეს და ვცდილობ ასეც იყოს. და ბოლოს, არ მაქვს ავად ყოფნის უფლება. სიცხეს და გაციებას ვერ ვპატიობ ჩემს თავს და დღეს ცუდ ხასიათზე ვარ! 😦

და მაინც, განწყობა…

source

giphy

Advertisements
Standard
მთავარი

გოგონა ნაცნობი სახით


ადამიანების სახელებს მარტივად ვერ ვიმახსოვრებ. ყოველთვის მჭირდება გონებაში კონკრეტული ადამიანის  რაიმე საგანთან დაკავშირება ,რომ სახელი დავიმახსოვრო და შემდეგ გავიხსენო. Continue reading

Standard
მთავარი, journalism

ჩვენს ხელთ არსებული “ჯადოსნური ტყვიები”


წლის მანიპულატორი ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას Continue reading

Standard
მთავარი

რეკრეაციულ ზონებში მიმდინარე მშენებლობები


სტატია დაწერილია რამდენიმე თვის წინ Continue reading

Standard
მთავარი, journalism

აღსაზრდელი აღმზრდელები


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქალბატონი  არასრულწლოვან  ბავშვს მოკიდებულ სიგარეტს პირში უდებს. ფაქტი შემზარავი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რაც , თავისთავად, აღშფოთებული კომენტარებით გამოხატეს. თუმცა ეს „ტრადიცია“ ახალი არ არის და ჩვენს მასკულინურ საზოგადოებას მსგავსი ხერხებით „ვაჟკაცების“ აღზრდა გათავისებული აქვს.

Continue reading

Standard